Sunday, April 17, 2016

ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია

მდ.ნილოსის დაბლობი მდიდარია უძველესი ხანის კულტურის ძეგლებით. ძვ..IV ათასწლ. ნამოსახლარებისა და სამარხების გათხრების შედეგად მოპოვებული საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების მასალა საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ ხელოვნების განვითარების ისტორიას ეგვიპტის ტერიტორიაზე.უძველესი ორმოსამარხები და გამოქვაბულები, ჯერ თიხაში აზელილი თივის ან ლერწმისა და თიხის მრგვალმა ნაგებობამ შეცვალა, შემდეგ ხის ან ალიზის სწორკუთხა სამარხებიც გაჩნდა. ბელადთა სამარხების კედლებისა და კერეამიკის მოხატულობა,რელიეფები რიტუალური დანიშნულების ფილებზე, ქალის და ცხოველების თიხის ფიგურები ასახავენ ამ პეიოდის ადამიანთა რწმენას  და მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს.
გვიანდელი ენეოლითის ხანის ძეგლებში უკვე შეინიშნება  მხატვრულ მოთხოვნათა თანდათანობით შეცვლა.  ძვ..IV ათასწლ. ბოლოს ხელოვანების წინაშე ახალი ამოცანები ჩაისახა. ამ პერიოდის დამახასიათებელი ძეგლია ფარაონ ნარმენის ფილა, სადაც გამოსახულია სამხრეთ ეგვიპტის გამარჯვება ჩრდილოეთ ეგვიპტეე და სახელმწიფოს გაერთიანება. თითოეული სცენა დასრულებულია და  ამავე დროს ძეგლის მთლიანი იდეის ნაწილს წარმოადგენს , სცენები სარტყლებად არის განლაგებული, აქედან მოყოლებული ძველი ეგვიპტის მოხატულობა და რელიეფების განლაგება არ შეცვლილა. ფიგურების პროპორციები თითქმის სწორია, ნაჩვენებია კუნთები. ფიგურებთან შედარებით ნარმერი ბევრად დიდიდ ზომისაა. ფარაონის სახე პროფილშია, მხრები ფასში თანი 3/4 არის შემობრუნებული, ფეხები პროფილშია.


No comments:

Post a Comment